ანა ნაცვლიშვილი – როცა ცარიელი ფურცლისთვის ადამიანებს აკავებენ, ეს არის ავტორიტარიზმი – როცა ეროვნული გმირის სახელის ხსენებისთვის აკავებენ, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცარიელი ფურცლისთვის ადამიანების დაკავება არის ავტორიტარიზმი.

როგორც ნაცვლიშვილი წერს, სამართალდამცველები ემსახურებიან საოკუპაციო რეჟიმს.

„როცა ცარიელი ფურცლის ჭერისთვის ადამიანებს აკავებენ, ეს არის ავტორიტარიზმი (მაგ. რუსეთში ხდება ასე).

როცა ეროვნული გმირის სახელის ხსენებისთვის აკავებენ, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი.

დღეს „ქართული ოცნება“ არის საოკუპაციო რეჟიმი!

და თქვენ, ფორმიანებო, საქართველოს არ ემსახურებით, თქვენ ემსახურებით საოკუპაციო რეჟიმს“,- წერს ნაცვლიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე და შესაბამის ფოტოს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ რუსთაველზე კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაბუღაძე: ქალბატონ წულუკიანს ნამდვილად ეკუთვნის ივანიშვილისგან ჯარიმა, იმიტომ, რომ დღეს ნამდვილად მან გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში