ანა ნაცვლიშვილი – პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები არის ცვალებადი

„აირაის“ კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი სხვადასხვა ხელისუფლების დროს ძალიან ხშირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კვირას რომ არჩევნები იყოს, „ლელოს“ გამოკითხულთა ერთი პროცენტი მისცემდა ხმას.

„ამ წლების განმავლობაში, არა მხოლოდ წლების მიხედვით, არამედ თვეების მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიებისა და კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგები არის ცვალებადი, რაც არის უცვლელი არის საზოგადოება, რომელიც ებრძვის ძალიან რთულ პრობლემებს. ეს კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი სხვადასხვა ხელისუფლების დროს ძალიან ხშირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს. ამიტომ, ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სურათი, რაც ჩანს, არის არა რეიტინგები, არამედ რამდენად პოლარიზებული და კრიზისულად და დეპრესიულად განწყობილია საზოგადოება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას, ვისაც აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, დღის წესრიგში უნდა ჰქონდეს როგორ მოაგვარებს ამ პრობლემებს. ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ „ლელო“ არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად რესურსული ძალა, რომ სწორედ გამოსავლები შესთავაზოს საზოგადოებას. დანარჩენი დამოკიდებულია მუშაობაზე. ჩვენ ყოველდღიურად ხომ არ ვზომავთ მხარდაჭერას, თუმცა გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მხარდაჭერებთან, ეს პროცესია, რეიტინგი არის ცვალებადი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამების საკათედრო ტაძარში გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაჩალაძე – წერტილოვანი შეზღუდვები ოპოზიციისთვის ხელის შეშლას ემსახურება