არასამთავრობო ორგანიზაციებმა მორიგი პრესკონფერენცია გამართეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თუმცა დარღვევები მაინც ფიქსირდება.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთაწმინდის მე-2 უბანთან ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, გადამოწმდა და არ დადასტურდა.
“მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მთაწმინდის ოლქში #20, #22 უბნებთან ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამომრჩევლებისათვის თანხის დარიგებას. საიას დამკვირვებლებმა გადაამოწმეს აღნიშნული ფაქტი. ადგილზე მისვლისას მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდა” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.