ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები უდანაშაულოები არიან

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები უდანაშაულოები არიან.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, საია მსჯავრდებულების ინტერესებს პირველივე დღიდან იცავს.

„დეტალურად ვიცნობთ საქმეს და იმ მტკიცებულებებს, რომელიც წარმოდგენილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია18 თვიანი განხილვის განმავლობაში, პროკურატურამ ვერ შეძლო სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი დანაშაული. მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები. მათი დამნაშავეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროკურატურამ ვერ დაადგინა, ამიტომ არიან უდანაშაულოები”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საია გააგრძელებს ბრძოლას ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების უფლებების დასაცავად.

„ზემდგომი ინსტანციები სასამართლოებში, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივროთ”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი დღეს კაბელების საქმის ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრას საია-სთან ერთად “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, კონსტიტუციის 42-ე მუხლის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიპროცესზე მაგდა პაპიძისათვის მიწერილი მეუღლის სმს-ები გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაბათუმში, 6 მაისის ტბაში ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ აღმოაჩინეს