ანა ნაცვლიშვილი : მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში დაელოდეთ ხმების დათვლის პროცესს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის პროცესს ეხმაურება და დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. “საიას” თავმჯდომარის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა მხოლოდ მცირე პროცედურულ ხარვეზებს და არსებითი ხასიათის მძიმე დარღვევები არ მომხდარა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებლებმა დააფიქსირეს უცხო პირების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, რაც მისივე განმარტებით დარღვევაა და ამ პირებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი სტატუსი.

გარდა ამისა იყო სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.

„გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებს, ასევე მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და გვინდა ვთხოვოთ, რომ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში დაელოდონ ხმების დათვლის პროცესს,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით ფუნქციონირებს
შემდეგი სტატიადევდორაკზე ადრეული გაფრთხილების სისტემა ჩაირთო