ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რომ ჯიხაშკარი სხვა უბნებზე არ განმეორდეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, აცხადებს, რომ დარჩენილი საათები ძალზედ მნიშვნელოვანია და მისი მშვიდობიანი დასრულება ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.

„ჯიხაშკარის უბანი ვინც დაარბია, ძალიან სწრაფად უნდა იყვნენ დასჯილები. ასევე სამართალდამცავებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ჯიხაშკარი არ განმეორდეს. სამწუხაროდ, არის რისკები სხვა უბნებში, როგორც სამეგრელოში, ასევე სხვაგან,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც რამდენი უბანზე მათი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.

ანა ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა ცესკოს მოქმედებაზე და იმედი გამოთქვა, რომ გონივრულ ვადაში მოხდება მონაცემების გამოქვეყნება. საიას თავმჯდომარე ცესკოს ოპერატიულად მოქმედებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიათუკი ხელისუფლება არ შეყწვეტს ძალადობას, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება – გიორგი მშვენიერაძე