ანა ნაცვლიშვილი – ხელისუფლებამ პროპაგანდის სამიზნედ კელი დეგნანი აირჩია, ვინაიდან ის პასუხისმგებლიანი ადამიანია, საჭიროდ ჩათვალა, გაემეორებინა, რომ ჯამი ჭურჭელია

უხერხულია, როცა აშშ-ს ელჩს მსგავსი განცხადებების გაკეთება უწევს, ალბათ, მისი მხრიდან შემდეგი ნაბიჯი იქნება, როცა დეგნანი ან ევროკავშირის ახალი ელჩი დადგებიან და იტყვიან, ჯამი ჭურჭელია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რადგან ხელისუფლებამ პროპაგანდის სამიზნედ კელი დეგნანი აირჩია, ის პასუხისმგებლიანი ადამიანია და საჭიროდ ჩათვალა, გაემეორებინა, რომ ჯამი ჭურჭელია.

„ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლებამ პროპაგანდის სამიზნედ სწორედ ის ამოირჩია, პასუხისმგებლიანი ადამიანია და საჭიროდ ჩათვალა, რომ გაემეორებინა, რომ ჯამი ჭურჭელია. შეგახსენებთ ფაქტს, როდესაც თებერვლის ბოლოს აშშ-მ შესთავაზა, რომ თვითმფრინავს გაუგზავნიდა, რათა ომის ზონიდან გაეყვანა. ამაზე ზელენსკიმ უპასუხა – არ უნდოდა თვითმფრინავი, მას სჭირდებოდა იარაღი. ფიქრობთ, რომ ამერიკა, რომელიც ზელენსკის ომის ზონიდან გაყვანის მიზნით თვითმფრინავის გაგზავნას სთავაზობდა, რომელიმე ქვეყანას ომში ითრევს? ეს ხომ ძალიან დიდი სისულელეა. ერთადერთი, რასაც ჩვენგან დასავლეთი ელოდება და ყველა დოკუმენტში წერია, არის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება. ამის ნაცვლად „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ არ დავიჯეროთ ის, რაც ყველა დოკუმენტში წერია და დავიჯეროთ ის, რაც არავის უნახავს, არავის მოუსმენია, არავის გაუგია და მხოლოდ პროპაგნდისტების თავში მოიხარშა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი – მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სტრატეგიულ რეგიონულ პროექტებზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო იზრდება რეგიონის მნიშვნელობა დაკავშირების კუთხით
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას, როცა ელჩი ამას არ ემიჯნება, ესეც აღვივებს პოლარიზაციას