ანა ნაცვლიშვილი : იმედი გვაქვს, რომ როგორც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“, ისე რეზოლუციებისა და კონგრესის მხარდამჭერი აქტის მიმართულებით ჯეროვანი მუშაობა იქნება გაწეული

იმედი გვაქვს, რომ როგორც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“, ისე რეზოლუციებისა და კონგრესის მხარდამჭერი აქტის მიმართულებით ჯეროვანი მუშაობა იქნება გაწეული, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული- აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი
“ყველა ის საქმიანობა, რომელიც საქართველოს, როგორ ოკუპირებული ქვეყნის პრობლემატიკას გამოიტანს და შესაბამის ფასს გადაახდევინებს, არის მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო მოვლენა არის აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება, რომელსაც ახლა სჭირდება ძალიან აქტიური მუშაობის გაგრძელება საქართველოს მხრიდან, რათა ეს ინიციატივა იყოს ბოლომდე იყოს მიყვანილი. იმედი გვაქვს, რომ როგორც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“, ისე რეზოლუციებისა და მხარდამჭერი აქტის მიმართულებით, ჯეროვანი მუშაობა იქნება გაწეული, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ნიკა მელიას გამოკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი : სამინისტროების სათავეში უნდა იყვნენ არა მენეჯერები, არამედ პოლიტიკოსები