ანა ნაცვლიშვილი – ღარიბაშვილის განცხადება საშიში სირეგვენეა

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ არის „სამართლებრივად სიცრუე, პოლიტიკურად თვითლუსტრაცია, სახელმწიფოებრივად კი საშიში სირეგვენე“.

“სამართლებრივი თვალსაზრისით ეს განცხადება არის სრული სიცრუე! კანონში პირიქითაა – სახელმწიფო პასუხისმგებელია ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე, მით უფრო როცა ადამიანი პატიმარია და სახელმწიფოს სრულ კონტროლქვეშაა. პოლიტიკური თვალსაზრისით – ესაა სრული თვითლუსტრაცია, რომ მიმდინარე საქმეებს და პროცესს საფუძვლად არა მართლმსაჯულების ინტერესი და სამართლიანობის აღდგენა, არამედ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ველური რევანში უდევს. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს განცხადება საშიში სირეგვენეა. ამასთან, რა მოვისმინეთ – პრემიერმა, რომელიც სულ რელიგიის დამცველის როლის მორგებას ცდილობს, პირდაპირ წაახალისა და მოწოდება გააკეთა თვითმკვლელობისკენ – რაც, ყველა რელიგიური დოქტრინით, მიუღებელი ქცევაა” – ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი სენატორი – შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ქმედებები, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში შეჭრა, ასევე დეზინფორმაციის გავრცელება, აზიანებს ნატო-ს მოკავშირეებს
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – 20 საარჩევნო ოლქში მეორე ტურის ჩატარება არის დემოკრატიის ნაწილი, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა