ანა ნაცვლიშვილი: ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელიც მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო შეხვედრა დაანონსეს. საქმე ინტერნეტსივრცეში გავრცელბულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერებს ეხება:

“ეს შენ გეხება თავიდანვე ჰქონდა მოთხოვნა, რომ გამოძიება მხოლოდ ადგილობრივი უწყებების ხელში არ ყოფილიყო. საჭირო იყო გამოძიების მიმართ მაღალი სანდოობის უზრუნველყოფა, შესაბამისი ექსპერტიზის მქონე პირების გამოძიებაში ჩართვა. რაც ხდება ეს არის გაგრძელება იმ ანტისახელმწიფოებრივი ტერორზე მიმართული ქმედების, რომლის მიზანია მთელი საზოგადოება ამყოფოს შოკის მდგომარეობაში. ამ ვიდეოების მიმართ ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, ჩვენ არ გვაინტერესებს არც ის რამდენად სიმართლეს ასახავს ეს ვიდეოები, არც ის, ვინ არიან მასზე ასახული. ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელიც მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელისუფლებამ ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს,“- განაცხადა ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაში“ეს საქართველოს გამოწვევაა” – პაატა ზაქარეიშვილი ფარული კადრების გავრცელებაზე
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე