ანა ნაცვლიშვილი – ელენე ხოშტარიამ ძალიან მძიმე და გაბედული ნაბიჯი გადადგა

თუ ხელისუფლებას პოლიტიკური კეთილგონიერება აღარ შერჩენია, ადამიანურმა ინსტიქტებმა მაინც უნდა უკარნახოს, რომ ამგვარი ნაბიჯების შემდეგ მაინც გამოფხიზლდნენ, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობას გამოეხმაურა.

„ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ რამდენად კრიტიკული ვითარებაა ქვეყანაში. ხელისუფლების მხრიდან ასე მოჭიმვა ვითარების, როცა განცხადებებით თუ ქმედებებით ელემენტარულ კანონით გათვალისწინებულ ნაბიჯების გადადგმაზე ამბობენ უარს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ვითარება უკიდურესად არ გამწვავდეს და ფატალური რისკების წინაშე არ დადგეს ქვეყანა, არის ის რასაც ვხედავთ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ მას პოლიტიკური კეთილგონიერება აღარ შერჩენია, ადამიანურმა ინსტიქტებმა მაინც უნდა უკარნახოს, რომ ამგვარი ნაბიჯების შემდეგ მაინც გამოფხიზლდნენ როგორც ადამიანები და შემდეგ როგორც პოლიტიკოსები, რომლებიც პასუხს აგებენ ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ ვითარებაზე,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჟორჟოლიანი საპატრიარქოს – ამ ხელისუფლებაზე მეტად ისტორია თქვენ დაგსჯით
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყება ნამდვილად არ გამკვირვებია, ჩვენი დეპუტაციიდან არავინ გამორიცხავს, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ