ანა ნაცვლიშვილი დღეიდან საიას თავმჯდომარე აღარ იქნება

3 წელი გავიდა – ხვალ არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე საიაში. შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე ის ყველაფერი, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გავაკეთე, რაც გავიარე და გამოვცადე 🙂
დიდი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდით და გვერდში მედექით, მადლობა მათაც, ვინც მაკრიტიკებდით და ამით მეხმარებოდით. ამ წლებმა მომცა უდიდესი გამოცდილება და ძალიან მნიშვნელოვანი შეგრძნება, რომ ვემსახურებოდი ადამიანებს და ჩემს ქვეყანას – ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად, მაგრამ უანგაროდ და იმის რწმენით, რომ აქ იმიტომ ვიდექი, რომ სხვაგვარად არ შემეძლო.
ჩემი გუნდისთვის არაერთხელ საჯაროდ მითქვამს მადლობა, ახლა იმათი ჯერია, ვინც ჩრდილში იყო აქამდე, მაგრამ მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი – მადლობა ჩემს დიდ ოჯახს, ჩემს მშობლებს, ძმას, მამიდას, ჩემს შვილებს (ორივე საიას თავმდჯომარეობის დროს დაიბადა), ჩემი მეუღლის ოჯახს და ჩემი შვილების ძიძას, ჩემს მეგობრებს და ახლობლებს – ყველას ვინც მოთმინებით უძლებდით ჩემს გრაფიკს და სიტყვით თუ საქმით ჩემს გვერდში იყავით ამ პერიოდის განმავლობაში.
მადლობა ჩემს სრულიად განსაკუთრებულ და გამორჩეულ მეუღლეს, რომ არა ის, მისი უსაზღვრო სიყვარული და მოთმინება, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.
ადამიანის უფლებების დაცვა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ სამსახური, არც საიამდე, არც საიაში. შესაბამისად – ყველგან, სადაც წავალ ახლო თუ შორეულ მომავალში, გავაგრძელებ ბრძოლას და შრომას უფლებებისთვის.
მომავლის ამბებსაც პირწიგნაკით შეგატყობინებთ

 

ანა ნაცვლიშვილი

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: სუსი და დაზვერვა არ უნდა გაერთიანდეს
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება