ანა ნაცვლიშვილი : ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მიდიან მოქალაქეებთან და პირად მონაცემებს სთხოვენ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცენ საკუთარი პირადი მონაცემები და განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ან საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება მოქალაქეს ამგვარი ინფორმაციის გაცემა აიძულონ.

როგორც საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მიდიან მოქალაქეებთან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ, თუმცა არანაირ განმარტებას არ აკეთებენ, რისთვის სჭირდებათ პერსონალური ინფორმაცია.

როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, არც ერთი პარტიის წარმომადგენელს არ აქვს უფლება მოქალაქეს ასეთი ინფორმაციის გაცემა აიძულოს, თავის მხრივ კი, მოქალაქეს აქვს ვალდებულება გასცეს ასეთი ინფორმაცია.

„ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან დევნილები და სოციალურად დაუცველები, რომელთაც აქვთ შიში, რომ თუ პირად მონაცემებს არ გასცემენ, მათ შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან. მოქალაქეს აქვს უფლება, ასეთი ინფორმაცია არ გასცეს და ვერავითარ შემთხვევაში მათ დახმარებას ვერავინ შეუწყვეტს”,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ულოცავს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა ზუგდიდში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა