ანა ნაცვლიშვილი ჩანაწერზე – გამოძიება, რომ უნდა დაიწყოს, ცალსახაა

სახელმწიფო ინსტიტუტებიც იმდენად დაბეჩავებულ მდგომარეობაში არიან, რომ განცხადების გაკეთებასაც ვერ ბედავს მთავარი პროკურორი და პარტიას მიჰყავს “პარადი“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან 6 მარტს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან კანონი და მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვს ამას.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ღარიბაშვილს და ჩუბინიძეს აქვთ მექანიზმები, რომლითაც გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

„ჩვენ მოვითხოვეთ და ოფიციალური მივმართეთ წერილით პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. გამოძიება, რომ უნდა დაიწყოს, ცალსახაა. აქ კანონი არანაირ არჩევანს არ უტოვებს პროკურატურას. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, გამოძიება, რომ წარიმართოს ჩარევის და ზემოქმედების გარეშე, აუცილებელია ჩართული იყოს საერთაშორისო ავტორიტეტული და სანდო აქტორები, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობის დროს ვერ დარჩება პრემიერი და ჩუბინიძე, რომლებსაც მექანიზმები აქვთ, რომ გამოძიებაზე მოახდინონ ზეგავლენა. შესაბამისად, ღარიბაშვილი უნდა გადადგეს და აღარ იკავებდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. იმიტომ კი არა, რომ „ლელოს“ პოზიციაა ასეთი, იმიტომ, რომ კანონი და მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვს მის გადადგომას. შესაბამისად, ღარიბაშვილი ვერც მოლაპარაკებებში ვეღარ უნდა იყოს ჩართული. ეს არის ის, რასაც ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ. სრულიად გაშიშვლებული რეალობაა, რომელსაც „ოცნება“ გვაჩვენებს, რომ პარტია კარნახობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორ უნდა იქცეოდნენ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებიც იმდენად დაბეჩავებულ მდგომარეობაში არიან, რომ განცხადების გაკეთებასაც ვერ ბედავს მთავარი პროკურორი და პარტიას მიჰყავს “პარადი“. ზუსტად რუსული ტერმინები შეესაბამება ამ ვითარებას . აი, ეს არის გაშიშვლება, მთელი საშინელებისა, რასაც მიტაცებული სახელმწიფო ჰქვია. მარტო ის, რომ ღარიბაშვილი ცუდი ტიპია, ეს არ არის მთავარი საკითხი. მოქმედებას ვითხოვთ სახელმწიფო ინსტიტუტებისგან. ისინი თუ იმოქმედებენ ღარიბაშვილი თანამდებობაზე აღარ უნდა რჩებოდეს . ეს არის მარტივი, რომელსაც ყველა დემოკრატიული ქვეყნები აღიარებს. „ოცნებას“ უყვარს იმის ხაზგასმა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და აქ დრამატული არაფერი არ ხდება. თუ დრამატული არაფერი არ ხდება მაშინ იხელმძღვანელონ დემოკრატიული სტანდარტით. დააყენონ პერემიერის პასუხიმგებლობის საკითხი, სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ამ თავისი დუმილით და ზოგი გამპრავებლური პოზიციით ხდება ამ შესაძლო დანაშაულში თანამონაწილე. ეს დანაშაული ადრე თუ გვიან მაინც გამოძიებული იქნება“ , – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში „1000 მშობლის მარში“ მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაცერცვაძე – თუ ჩინურ ვაქცინას აღიარება ექნება, არ არის გამორიცხული ასორტიმენტისთვის შემოტანა