ანა ნაცვლიშვილი – ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დარტყმები 20 ივნისის ღამეს, ჩვენ მათ ვერ მოვეპყრობით როგორც ობიექტებს

“მე მინდა გითხრათ პოზიცია, ამნისტიასთან დაკავშირებით. “ლელომ” განაცხადა თავიდანვე, რომ ამნისტია არის თემა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ. მინდა ჩამოვაყალიბო რამდენიმე პრინციპი. პირველი – ეს შეთანხმება ვერ გააუქმებს ამ ქვეყანაში უზენაეს კანონს, საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს და გვაძლევს ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ გარანტიებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი კანონი რომელსაც პარლამენტი მიიღებს უნდა ჩაჯდეს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების ჩარჩოში. კანონი უნდა მოერგოს ადამიანის ჩარჩოს და პატივი სცეს და დაიცვას ის. შესაბამისად ვერანაირი საუბარი ვერ იქნება ამნისტიის ფარგლებში, მთელ რიგ დანაშაულების ამნისტირებაზე რომელიც მიემართება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას და ა.შ რაზეც ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო სამართალიც ნათლად გვეუბნება, რომ ამ უფლებების ხელყოფისთვის ამნისტია არის აკრძალული. მათ შორის ამაზე არსებობს საქართველოში ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.

საუბარი დაიწყო სამ პოლიციელზე. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ საუბარი დაიწყება ამ სამი ადამიანის ამნისტირებაზე, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ეს იყოს სამართლებრივად და მორალურად გამართლებული არის ამ პროცესში შემოვიდნენ დანაშაულით დაზარალებული ადამიანები. ამ ადამიანებს ჩვენ ვერ მოვეპყრობით როგორც ობიექტებს, ისინი უნდა შემოვიდნენ ამ პროცესში თავისი ღირსებით, უფლებებით და მხოლოდ მათი თანხმობით შეიძლება საუბარი დავიწყოთ ამ ასამი ადამიანის ამნისტირებაზე.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, შევხედოთ ამავე პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიას. იქაც ყველა მუხლის ამნისტირება მოხდა მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დარტყმები 20 ივნისის ღამეს, ჩვენ მათ ვერ მოვეპყრობით როგორც ობიექტებს. ისინი არიან ამ პროცესის სუბიექტები . მათი ღირსება და მათი უფლებები ამ პროცესში არის მთავარი. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფოს აშენება, ეს არის აქ მთავარი”-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: საქართველოში კრიზისის გაჭიანურება ყველაზე მეტად კრემლს და პირადად ვლადიმერ პუტინს აწყობს
შემდეგი სტატიათალაკვაძე: ამნისტიის კანონპროექტის ინიცირების მიღება მოხდება დაყოვნების გარეშე