ანა ნაცვლიშვილი: 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი იყო გაცილებით უფრო თავისუფალი, ვიდრე 2012 წელს

2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი იყო გაცილებით უფრო თავისუფალი როგორც ძალადობისგან ასევე დარღვევებისგან ვიდრე 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი,- განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდიც არ ყოფილა თავისუფალი ძალადობის და მუქარის ფაქტებისგან, მართალია ასეთი ფაქტები არ ყოფილა მასობრივი, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული შემთხვევები.

„ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, აქტივისტებს შორის, ასევე პოლიტიკოსებს შორის ეთერების ფორმატში. ასევე სამწუხაროა, რომ იყო რამდენიმე მძიმე ფაქტი – დიდინეძი, გორი და თბილისში აფეთქება, რამაც დააზიანა წინასაარჩევნო გარემო. ზოგადად ცუდია, როდესაც პოლიტიკოსებს უჭირთ გაემიჯნონ ძალადობას, მათ შორის, როდესაც მათი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არის ჩადენილი ასეთი ფაქტები და თავიანთი განცხადებებით ზოგჯერ პროვოცირებასაც კი უკეთებდნენ და ახალისებდნენ ძალადობრივ ფაქტებს. იყო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში ეს ადამიანები სწრაფად იქნენ აღდგენილნი სამსახურში და რიგი შემთხვევები სასამართლოში იხილება დღეს”,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, არსებითი განსხვავება იყო 2012-სა 2016 წლებს შორის მედია გარემოს მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გარკვეული რისკები და საფრთხეები გაჩნდა. ნაცვლიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში წინასაარჩევნო კონტექსტში მედია იყო პლურალისტური, და თავისუფალი”,- განაცხადა საია -ს თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: “რესპუბლიკელები” პარლამენტში ვიქნებით
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს