ანა მიქელაძე : ამ ეტაპზე ძირითადად მხოლოდ პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებია

ამ ეტაპზე ძირითადად მხოლოდ პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებია, რაც შეეხება საოლქო-საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ, ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, დავით კირკიტაძის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო-მასალაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.

“რამდენადაც ვფლობთ ინფორმაციას, მსგავსი ფაქტი მხოლოდ უბნის გარეთ არის დაფიქსირებული და რაც შეეხება დეტალებს, ამას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები შეისწავლიან. კომისიის წევრზე საუბარი არ არის “, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე 1 ბიულეტენი დაიკარგა
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი : დავით უსუფაშვილისა და პაატა ზაქარეიშვილისგან პარტიის დატოვებას არ ველოდი