26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: რომელი ობია ყველზე “სიკვდილის ობი” და როგორ უნდა შევინახოთ რძის პროდუქტები

რძის პროდუქტების შენახვისას უმთავრესი ყურადღება ტემპერატურულ რეჟიმს, ჭურჭლის ტიპსა და ჰიგიენას უნდა მიექცეს. ამის შესახებ საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

მან განსაკუთრებული ყურადღება პროდუქტების სტერილურობასა და ყველზე გაჩენილ ობის ფერებს დაუთმო:

„მიუხედავად იმისა, რომ ნადუღი და მაწონი ორივე თერმულად დამუშავებული პროდუქტია, თუ სტერილურად დამუშავებული არ არის ყველაფერი, რითაც ეხები, „არ გაპატიებს“ ისეთი პროდუქტია. ობი ყოველთვის არ არის ტრაგედია, დამოკიდებულია ფერზე. მაგალითისთვის, მოყვითალო და მოწითალო ფერის ობი ყველზე ითვლება სიკვდილის ობად, მას არანაირი ამოჭრა არ შველის“, — აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

მანვე აღნიშნა, რომ მაცივარში ყველის ნაადრევად დაობებას ხშირად ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა იწვევს.

გარდა ამისა, გილდიის თავმჯდომარემ შრატის უნიკალურობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ყველში რძის სასარგებლო თვისებების მხოლოდ 2% გადადის, დანარჩენი კი შრატში რჩება. ასევე შეეხო კარაქის შენახვის ტრადიციასაც — მისი მალფუჭებადობის გამო, ქართულ სოფელში მისგან ერბოს ამზადებდნენ, რომელიც ძველად მთიან რეგიონებში „ყვითელ ოქროდ“ და ფულის ერთეულადაც კი ითვლებოდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში საქართველოს მოქალაქე ალკოჰოლის ქურდობისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიამომღერალ ვალერი მელაძის ძმამ, პროდიუსერმა კონსტანტინე მელაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო