ანა მარგველაშვილი არის ზრდასრული ადამიანი და მეგობრის დასაცავად თავისი შეხედულებებისამებრ მოქმედებს

ანა მარგველაშვილი მეგობრის დასაცავად საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს- ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ანა მარგველაშვილი არის ზრდასრული ადამიანი და ის თავისი მეგობრის დასაცავად, თავისი შეხედულებებისამებრ მოქმედებს. დეტალებზე ვერ გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ მის მეგობარს თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკი ჩაუდეს. შსს-ს ცნობით, კაჭარავა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„მოხიბლული ვართ აქაური სტუმართმოყვარეობით“ – გიორგი მარგველაშვილს სლოვაკეთის პრეზიდენტმა მშობლიურ ქალაქში უმასპინძლა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პოზიცია ფარცხალაძის საქმეზე