ანა მამულაშვილის შვილი შალვა კეკელიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს-აღმოვაჩინე,რომ ეს არადაამიანი,ვითომ ,,მამაო” დგას და დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ

“სიტყვები აღარ მყოფნის როგორ გადმოვცე ის ბრაზი,რომელიც მაწუხებს.დედაჩემი ანა მამულაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა სიმსივნით(კონკრეტულად მელანომით,რაც კანის სიმსივმეს გულისხმობს).ამ ამბის შესახებ არც თუ ისე ცოტა ადამიანმა იცის.არ ვიცი როგორ მოხდა,რომ ამ ინფორმაციამ ამდენი ხნის მანძილზე ჩემამდე ვერ მოაღწია,მაგრამ დღეს აღმოვაჩინე,რომ ეს არადაამიანი,ვითომ ,,მამაო” დგას და დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ.ამბობს,რომ თურმე იმედის დარბევის დროს,როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს ,,თურმე” სიმსივნე განუვითარდა თავში.ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს,რათა თავისი და ქოცების ტრაკები დაიცვას.არსებობს ვიდეო,სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით აბრმავებს თავის მრევლს.ეს ,,მამაო” არის ,,მამა შალვა”(ბრჭყალების გარეშე უბრალიდ არ შემიძლია ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება).როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას ,რა ნამუსით.არ გაპატიებ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას.კარგად დაიმახსოვრე არ გაპატიებ.კარგად მოგეხსენებათ,რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბევრი ამბავი მახსოვს ბოლოდროინდელი მისი,თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას.შალვა,მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი,ჩემს გარდა სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის,ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ.ხოდა მე გაძლევ პირობას,რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიეეეეეეეებ”-წერს  ანა მამულაშვილის ქალიშვილი.

გოგელაშვილმა პოსტს დეკანოზ კეკელიას ვიდეოც დაურთო, სადაც ის ერთ-ერთი ქადაგების დროს ამბობს, რომ ჟურნალისტ ანა მამულაშვილს 2007 წელს, TV იმედის დარბევის დროს, თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რამაც სიმსივნე გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპაატა მაჯგალაძე – ქართველი ხალხის ძალისხმევამ, 40-დღიანმა აქციებმა შედეგი გამოიღო – აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს, რომ რეჟიმი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას, ხელისუფლებას ჩამოაშოროს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: პატრიარქ ილია შიოლაშვილის დაბადების დღე მისი პასპორტით და პირადობის მიწმობით არის 1933 წლის 4 დეკემბერი და არა 4 იანვარი