ანა კობახიძე: “მორიგი თითქოს ,,წინ გადადგმული ნაბიჯი” საარჩევნო პროცესის ,,გამჭვირვალობისკენ” – ასე ირონიულად შეიძლება შევაფასოთ ცესკოს ცვლილება”

“მორიგი თითქოს ,,წინ გადადგმული ნაბიჯი” საარჩევნო პროცესის ,,გამჭვირვალობისკენ” – ასე ირონიულად შეიძლება შევაფასოთ ცესკოს ცვლილება, რომელიც დამკვირვებლების უფლებების კიდევ ერთ შეზღუდვას გულისხმობს.

ახალი რეგულაციით, დამკვირვებლებს აღარ ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ ყველაზე კრიტიკულ ეტაპს – ამომრჩევლის იდენტიფიკაციის პროცესს ვერიფიკაციის აპარატთან.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება თითქოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვის მოტივით შემოიღეს, ფაქტობრივად, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ართულებს დამკვირვებლების მიერ პროცესის სრულფასოვან მონიტორინგს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახლა უკვე ოფიციალურად აქვს უფლება, დამკვირვებლები დისტანციაზე გადაიყვანოს – პრაქტიკულად, “კუთხეში დააყენოს”, რაც ამცირებს მათი ჩართულობის შესაძლებლობას და ზრდის ეჭვებს საარჩევნო პროცედურების სისწორის შესახებ.

ამგვარი ცვლილებები მხოლოდ ზრდის უნდობლობას საარჩევნო პროცესებისადმი და მანიპულაციისთვის კიდევ უფრო დიდ სივრცეს ტოვებს.” -აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა ტრამპზე: მუქარები ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ მიუღებელია
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – ივანიშვილის მმართველობის შედეგი: მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ და ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება