ანა ჯიქია და ინტერიერის დიზაინი — სივრცე, რომელიც თქვენს სტილს ასახავს

თანამედროვე სამყაროში, სადაც ჩვენი ყოველდღიურობა დაკავშირებულია ესთეტიკასთან და კომფორტთან, ინტერიერის დიზაინი უკვე მხოლოდ სივრცის დეკორაცია აღარ არის — ეს არის ცხოვრების სტილი. სწორედ ამიტომ Andesignstudio ქმნის ისეთ გარემოს, სადაც სადაც დეტალები, ფუნქციურობა და ესთეტიკა ერთიანდება კომფორტულ და შთამბეჭდავ დიზაინში და რაც მთავარია, მორგებულია თქვენ გემოვნებას.

Andesignstudio უკვე  6 წელზე მეტია წარმატებით ქმნის უნიკალურ და განსაკუთრებულ სივრცეებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი გუნდს გამოცდილი და პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი, ანა ჯიქია ხელმძღვანელობს. ანას 250-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.

ჩვენთვის ინტერიერის დიზაინი ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეს. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თქვენს პიროვნებას, ცხოვრების სტილსა და გემოვნებას ასახავს. ჩვენი მიზანია, თითოეულ კლიენტს ჰქონდეს სივრცე, სადაც თავი შინ იგრძნოს — იქნება ეს ბინა, ოფისი თუ სახლი ქალაქგარეთ.

Andesignstudio-ს ხედვა

Andesign Studio-ში დიზაინი არ იწყება რენდერით, იწყება კლიენტის მოსმენით. როგორ გარემოში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად, რა არის მისთვის ბუნებრივი, რას ანიჭებს უპირატესობასა. რისი გადაწყვეტა სურს და სხვა მრავალი მცირე დეტალის ერთად განხილვით. ყველა ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე, ანა და გუნდი ქმნიან კონცეფციას, სადაც პროფესიონალი დიზაინერის ხედვა და კლიენტის მოთხოვნები ერთმანეთს ხვდება.

ზოგჯერ, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებაც გვიწევს, რადგან საუკეთესო შედეგი მივიღოთ. ხშირია, ტექნიკური შეზღუდვები, მცირე სივრცე, არასწორად გაყვანილი კომუნიკაციები, თუმცა სწორი დიზაინერული ხედვით, ძალიან ბევრი რამის მოგვარებაა შესაძლებელი.

სამზარეულოს დიზაინი იქნება ეს, კერძო სახლის თუ აბაზანის დიზაინი, Andesign Sudio-ში ყველაფერს შემოქმედებითად ვუდგებით და ვცდილობთ, თქვენი სივრცე ფუნქციური და უნიკალური იყოს.

ინტერიერის დიზაინერის კონსულტაცია

Andesignstudio – ჩვენი მომსახურება მოიცავს ინტერიერის დიზაინის სრულ სპექტრს — საცხოვრებელი სივრცეებიდან დაწყებული კომერციულ და საოფისე ობიექტებით დამთავრებული. ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ და განსაკუთრებული გავხადოთ თქვენი სივრცე. დაგვიკავშირდით (595 529 003) ამ ნომერზე. კონსულტაცია სრულიად უფასოა. 

banner
წინა სტატიაშინინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა