იშვიათი პასუხი კომისარი წულუკიანისგან ჩვენ გვარწმუნებს იმაში, რომ მართლაც “ქართულ ოცნებას” ძალიან ეშინია ქალი ამომრჩევლის რისხვის – ასე პასუხობს ანა დოლიძე კულტურის მინისტრის განცხადებას.
დოლიძე “ოცნების” დელეგატთა სიას “თალიბანის” პოლიტიკური სიას უწოდებს. მისი თქმით, მმართველი გუნდის მაჟორიტართა სიაში ერთი ქალი დეპუტატიც რომ არ არის, ეს ამტკიცებს, რომ მათთვის “ხმისამომრები ქალი მიუღებელია”.
იშვიათი პასუხი კომისარი წულუკიანისგან ჩვენ გვარწმუნებს იმაში, რომ მართლაც “ქართულ ოცნებას” ძალიან ეშინია ქალი ამომრჩევლის რისხვის. კვოტები იმიტომ გააუქმეს, რომ არ უნდოდათ ქალების ჭაჭანება მათ პოლიტიკურ სიებში. როგორც ჩანს იმ ძალადობრივი კულტურით ისე ადვილად ვერ უმკლავდებიან ქალებს, როგორც უმკლავდებიან კაცებს. ამიტომ ნახეთ მათი “დელეგატების” ანუ მაჟორიტარების სია, ქალების ჭაჭანება არ არის. ეს არის დემოკრატიული ქვეყნების კი არა “თალიბანის” პოლიტიკური სია. შეიძლება 10 კანდიდატიდან ერთი ქალი არ გყავდეს? ამაზე კარგი მაგალითი რა გინდა, რომ “ქართული ოცნებისთვის” ძლიერი, ხმისამომრები ქალი მიუღებელია”, – განაცხადა დოლიძემ.
გუშინ თეა წულუკიანმა ანა დოლიძეზე იერიში მიიტანა. “ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან სხვა თემაზე აღვარღვარეთ “- დაწერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში კულტურის მინისტრმა.
თეა წულუკიანი გაღიზიანება ანა დოლიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც პოლიტიკოსი ამბობდა, რომ “ოცნებას” ქალი პოლიტიკოსები ეზიზღება”.