ანა დოლიძის პარტია ‘ხალხისთვის”, სავარაუდოდ, ჩაერთვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. თავად პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას პარტია 24 ივლისს გამოაცხადებს, ხოლო ანა დოლიძე წერს, რომ ბულინგის არ ეშინია:
“გოჭებო, 17 წლის ასაკში, 90-იან წლებში 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, მათ შორის ერთი ამერიკის და იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი. 😂
ასე რომ გამოუშვით, რაც გაქვთ, გესლი, ვიმატაოთ ცოტა. 💃
სერიოზულად კი: ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს”.















