ანა დოლიძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არშეშვება ანრი ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობაა – ბესელია

რაც ხდება, ეს არის აბსოლუტური უკანონობა და ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობა – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიას თქმით, აღნიშნულს რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ანრი ოხანაშვილის მიერ ყოველ დილით გაკეთებული, უკვე კომიკურად ქცეული განცხადებები – უპრეცედენტოდ გახსნილი და გამჭვირვალე პროცესი, თავდაყირა დგება, როგორც კი დარბაზში არ უშვებს იუსტიციის საბჭოს წევრს, რომელიც არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი პროცესებთან მიმართებაში. რაც ხდება, ეს არის აბსოლუტური უკანონობა და ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობა, რომელმაც სამწუხაროდ, ეს კომიტეტი გადააქცია იუსტიციის საბჭოს დაქვემდებარებულ სტრუქტურად. მგონია, რომ ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიტყუილია, თითქოს ანა დოლიძე დარბაზში არ შემოვუშვით – ოხანაშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, ევროპის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის