“ანა დოლიძეს უნდა გაეკეთებინა არჩევანი”-ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძეს უპირისპირდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ ერთმანეთს უპირისპირდება. ნაზი ჯანეზაშვილი მხარს უჭერს სამოქალაქო სექტორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა მის საბჭოში მოღვაწეობასთან შეუთავსებელია.

ანა დოლიძეს უნდა გაეკეთებინა არჩევანი, ან პოლიტიკა, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა. ერთმანეთთან ეს ორი საქმიანობა არის შეუთავსებელი, – ამბობს ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილმა დოლიძეს მისი პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წყაროს დასახელებაც მოსთხოვა. მისი განმარტებით, გასარკვევია, თუ საიდან აქვს დაფინანსება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომელიც თვითონ დააფუძნა და რომლის ფინანსებსაც თავადვე განკარგავს.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დააფუძნა.

banner
წინა სტატიაშიდოლიძემ, კობერიძემ, ელისაშვილმა და იოსელიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – არჩევნების კონტექსტში საჭიროა ჯანდაცვის სიტუაციის გათვალისწინება