ანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოსთან გვირგვინი მიიტანა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე კახა წიქარიშვილმა და ახალგაზრდული მოძრაობის „ჩვენი ხმა“ წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან გვირგვინი მიიტანეს და სამგლოვიარო მელოდია შეასრულეს.

აღნიშნული პერფორმანსით მოსამართლეების უვადოდ არჩევა გააპროტესტეს და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს.

„კლანმა ჩაიგდო სასამართლო ხელში და დაასამარა მართლმსაჯულების პერსპექტივა ამ ქვეყანაში. ჩვენ ამ მომენტიდან ვიწყებთ მოქმედებას. ორგანიზაციები და დამოუკიდებელი იურისტები ვიწყებთ მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი, რომ ერთად ვეძიოთ გამოსავალი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშისარფში 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა”