ანა დოლიძემ საარჩევნო კომისიებში 50-ამდე შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ და მოძრაობამ „ხალხისთვის“ დიდუბის და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში 50-ამდე შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა.
როგორც ანა დოლიძე აცხადებს, ოქმებში მასიურად დაფიქსირდა ცდომილება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასა და მიცემულ და ბათილად ცნობილ რაოდენობას შორის, როგორც პროპორციულ ასევე მაჟორიტარულ ოქმებში, ასევე ბევრ ოქმში საწერი კალმით არის გადაკეთებული რიცხვები, ხარვეზიან შემაჯამებელ ოქმებს უმეტეს შემთხვევაში არ ახლდა ახსნა-განმარტებები და ჩასწორების ოქმები, ოქმებში აშკარად ჩანს სხვადასხვა მანიპულაციის ნიშნები და ა.შ..
„არჩევნების დღიდან ვაცხადებდი, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ჩვენს მიერ გადამოწმებული და გასაჩივრებული ოქმები სწორედ ამის დასტურია. ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე და რაც მოხდა ბიულეტენებში, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ცესკოს. თუ არ მოხდება ამ არჩევნების სწორი შეფასება და გაანალიზება, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარება კიდევ დიდი ხნით შეფერხდება. ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებ თითოეული ხმის და სამართლიანობის დასაცავად. საზოგადოების დაკვეთაა, ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომელსაც მეც ვუერთდები“ – აცხადებს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით კიდევ ერთი მარტვილელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი : ტრამპის გადარჩევა ორგანულად აუცილებელია ამერიკისა და მსოფლიო პოლიტიკისთვის