ანა დოლიძემ პარტია “ხალხისთვის” დააფუძნა

ანა დოლიძემ პარტია

“ბრძოლას აქვს აზრი” – ამ სლოგანით ანა დოლიძემ პოლიტიკური პარტია “ხალხისთვის” დააფუძნა. პარტიის ყრილობა არტოს ბაღში გაიმართა და დამფუძნებელთა სიაში 300-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

ანა დოლიძემ მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ,,პარტია “ხალხისთვის ” ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის იდეაა, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობაა.
მოძრაობა “ხალხისთვის” დღეს გადადის ახალ ეტაპზე. ჩვენი სლოგანი აჩვენებს ჩვენს შინაარსს, ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი. ჩვენი მისწრაფება არის, რომ პოლიტიკა ავაწყოთ სახალხო დღის წესრიგზე, იმ დაკვეთაზე, რასაც ხალხი აძლევს პოლიტიკოსებს და არა პირიქით. ჩვენი ამოცანა იქნება ის, რასაც, წლიდან წლამდე ხალხი აყენებს – დასაქმებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, სასამართლოსთვის ვიბრძოლოთ. „ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი” – ეს არის ჩვენი სლოგანი”,- განაცხადა დოლიძემ.

შეკრებილებმა პარტიის თავმჯდომარედ, ერთხმად ანა დოლიძე აირჩიეს, ასევე აირჩეს, პოლიტსაბჭოს წევრები.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე: ახლა მთავარია, კანონპროექტი სამივე მოსმენით მივიღოთ
შემდეგი სტატია“ფიზიკურ ტკივილს გადააჭარბა თქვენი მიუღებელი საქციელით გამოწვეულმა აღშფოთებამ” – ქართველი სასულიერო პირები იოანე X – ს