ანა დოლიძე ვაშლიჯვრის ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა

ანა დოლიძე ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.

როგორც მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი იუწყება, მან სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათგან სწრაფ რეაგირებას ელის.

„ორი დღის წინ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის ფერდობზე გაჩენილ ნაპრალთან დაკავშირებით ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრა. ისინი თბილისის მერიისგან დახმარებას და პასუხს ითხოვენ, თუ რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ არსებულ ვითარებაში. შეხვედრა მიმდინარეობდა მშვიდობიანად, თუმცა მოულოდნელად გამოჩნდა პროვოკატორი, რომელმაც მე და მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა და ფაქტობრივად, შეხვედრა ჩაშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პოლიციას მივეცი ჩვენება. იმედი მაქვს, ისინი ბოლომდე გამოიძიებენ ამ ფაქტს და დასჯიან დამნაშავეს. მსგავსი ხელწერა მე ვნახე არჩევნების დროს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრებისას ჩნდებოდნენ პროვოკატორები,
ქუჩის ბიჭები. თუ მოინდომებს პოლიცია ამ ადამიანს მარტივად გამოავლენს, თუ არადა კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ეს არის ხელისუფლების ტაქტიკა – მსგავსი პროვოკაციული მეთოდებით ჩაშალონ ოპოზიციონერების
შეხვედრები“, – განაცხადა დოლიძემ

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ოპერაციული შტაბის სხდომაზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაწულუკიანი: გახარია ხელისუფლებას ნამდვილ ოპოზიციონერობას გაუწევს