ანა დოლიძე: სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას

“სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია. ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი.” – ასე შეაფასა მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
“1. რუსეთი გამტყუნდა მთელ რიგ დანაშაულებში ჩვენი ხალხის მიმართ.
2. სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია და მთელი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე რუსეთს დააკისრა (არავითარი ბოევიკები, მოხალისეები და ოსეთის ადმინისტრაცია)
3. ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი. მარტო მე, და ჩემს გარდა კიდევ ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აქვს მოპოვებული და მიწოდებული მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით.
ასე რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ. გილოცავ საქართველო,” – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში სამშობლოს ღალატი ვერ დავინახეთ”
შემდეგი სტატია“საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა”