ანა დოლიძე შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

პარტიის “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს.

საქმე ეხება 2020 წლის 30 აგვისტოს მის სოციალურ ქსელზე განხორციელებულ შეტევას.

თბილისის მერობის კანდიდატმა გენერალურ პროკურატურას განცხადებით იმავე დღეს მიმართა, დღეს კი დაკითხვაზე უარი განაცხადა და მიზეზად გამოძიების მიმართ უნდობლობა დაასახელა.

პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მასთან დაკავშირებული წინა 4 საქმე შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

“დღეს მე უნდობლობას ვუცხადებ შინაგან საქმთა სამინისტროს. როგორც წინა 4 შემთხვევაზე, ამ შემთხვევაზეც ტყუილად მოვალ, უნდა გადავცე ჩემი პირადი ნივთები საკუთრება და ტელეფონი და შედეგი იქნება ნულოვანი. შესაბამისად, მოვითხოვ, რომელიმე წინა საქმეზე დაიდოს შედეგი. ჩემი მოთხოვნა რაიმე ნიშანი გამოძიებისა და სიმართლის დადგენისა იმ ოთხ საქმეზე, რომელზეც ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიპასუხოს, სიმართლე დადგინდა თუ არა რომელიმე ამ საქმეზე, მათ შორის ჩემი ბინის ქურდობაზე, თვალთვალზე, ადევნებაზე და ჩემი ბინის ჩაწერაზე. ამის შემდეგ სიამოვნებით ვითანამშრომლებ ან ამ უწყებასთან ან მოსამართლესთან”, – თქვა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ახალი წლის შემდეგ სავარაუდოდ უნდა ველოდოთ კორონავირუსის ახალ ტალღებს
შემდეგი სტატიახვიჩია – “ქოცების” და “ნაცების” მაიმუნობას და ვაჭრობას ვერ ავყვები, ამ ყველაფერმა დამღალა