პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორებისთვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოს როლი პრიორიტეტულია.
დოლიძის განმარტებით, დელეგაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სპეციალური წარმომადგენლის ყოფნა ნიშნავს, რომ შეხვედრის დეტალები პირდაპირ მისთვის იქნება ცნობილი.
„ჩემი მხრიდან დაყენებული მთავარი ამოცანა სინდისის პატიმრების გათავისუფლება იყო. ამის შემდეგ შეიძლება დავუბრუნდეთ საქმიან განხილვას, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში“, — განაცხადა პოლიტიკოსმა.

















