ანა დოლიძე : საშინელი ტრაგედია მოხდა ბაღდათში, ეს არის გაგრძელება და შედეგი „ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის

ეს არის გაგრძელება და შედეგი „ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის ხანძრის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

დოლიძემ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

„საშინელი ტრაგედია მოხდა, მართლაც გაუგონარი ამბავი ბაღდათის მუნიციპალიტეტში და პირდაპირ უნდა ითქვას, რაც ჩანს, ეს არის გაგრძელება და შედეგი „ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის. ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი მოსახლეობა ყოველწლიურად ღარიბდება. იმ UNICEF-ის კვლევაში, რომლის გამოც ვითომ გადადგა გიორგი კვირიკაშვილი და არაფერი არ მოჰყვა, პირდაპირ წერია, ყოველწლიურად ღარიბდება ოჯახები, ბავშვები, საქართველოში 83 000 ბავშვია, რომელიც სარგებლობს კვების ბარათით. წინა კვირას, სრულიად უპასუხისმგებლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს სოციალური სამსახურის თამანშრომლები, რომლებმაც უნდა დადონ სურათი, ღარიბი ოჯახები რა მდგომარეობაში არიან და როგორ უნდა დაეხმაროს მათ სახელმწიფო“, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი ოჯახის ახლობელია.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო.

banner
წინა სტატიაშიგარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ჩემს მიმართ ბევრი ცრუ ბრალდება მომდინარეობს, თუმცა ეს ყველაფერი არის მოტივატორი – შოთაძე
შემდეგი სტატიაპარლამენტის სხდომაზე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს