ანა დოლიძე : სასამართლოს დამოუკიდებლობა და სანდოობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 20, 2018 17:17

ანა დოლიძე : სასამართლოს დამოუკიდებლობა და სანდოობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოს მიმართ ნდობის საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს რეფორმამ ხელშესახები და მყისიერი შედეგი უნდა მოიტანოს.

„მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ სანდოობა კვლავ სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეს გამოწვევა ასევე, ინვესტორებისთვისაც რჩება. სასამართლოს რეფორმამ მყისიერი, ხელშესახები შედეგები უნდა დადოს. საუბრის ნაცვლად, ძალიან მნიშვნელოვანია ხელშესახები რეფორმა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, რეფორმა სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით უნდა განხორციელდეს.

„ასევე, რეფორმა უნდა იყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაზრდის თვალსაზრისით, თავმჯდომარეების ძალაუფლების შემცირებისთვის, გასაუბრების გაუმჯობესებისთვის. სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოს მიმართ სანდოობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

სასამართლო რეფორმის მთავარ მიმართულებებზე სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრაზე მსჯელობენ. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დეპუტატები, უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე მონაწილეობენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 20, 2018 17:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,622
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics