ანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა. ელჩის რეზიდენციაში დიეგო კოლასმა და ანა დოლიძემ ისაუბრეს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ საფეხურებზე, იმაზე, რა როლი უნდა ითამაშოს ამ პროცესში მოსახლეობის შუა, ნეიტრალურმა 60-მა პროცენტმა, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ჩიხური სიტუაცია უნდა დასრულდეს და მართლმსაჯულების რეფორმაზე.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო გამეჟღერებია მოსახლეობის იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც არ მიაკუთვნებს თავს პოლარიზაციას, ანუ იმ შუა, ნეიტრალური 60 პროცენტის, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია, პოლიტიკოსების მხრიდან იყოს საქმის კეთება და არა პოლიტიკურ პროცესზე საუბარი. შეხვედრის დიდი ნაწილი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას პერსპექტივას, მათ შორის ვიმსჯელეთ მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პუნქტზე შარლ მიშელის გეგმაში. ასევე, ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გაითვალისწინონ, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისი, რაც შეიძლება მალე გადაითარგმნოს საქმეში,“ – განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: საქართველოში კრიზისის გადაჭრის ძიებაში მიშელის ლიდერობას მივესალმებით, ასეთივე ლიდერობა საჭიროა „ბელარუსის კრიზისის” მოსაგვარებლად
შემდეგი სტატიავაშაძე: ამნისტიის კანონზე წინასწარი დასკვნებისგან ყველამ შევიკავოთ თავი