ანა დოლიძე საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს ბოიკოტს უცხადებს

„მოძრაობა ხალხისთვის“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს ბოიკოტს უცხადებს.

როგოც ანა დოლიძემ განაცხადა, გუშინ განხილული 11 საჩივრიდან კომისიამ არც ერთი არ დააკმაყოფილა. ანა დოლიძე ხმების დაცვას სამართლებრივი გზით გეგმავს.

„ჩვენ გუშინ გასაჩივრებული გქონდა 11 საჩივარი, დღეს დაგვრჩა 30-ზე მეტი საჩივარი. 11 საჩივრიდან, სადაც ზუსტად ვიცით, რომ გაყალბებულია ჩვენი ხმები, ვითხოვდით გადათვლას და გაბათილებას, მაგრამ არ დაგვიკმაყოფილდეს არც ერთი. სიკვდილივით ეშინიათ თავმჯდომარეს და კომისიის შემადგენლობას, რომ გახსნას რომელიმე ყუთი, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ და დაინახონ, რა სიბინძურე და ხალიჩის ქვეშ შეყრილი ნაგავია ყუთში. ისინი ცოცხალი თავით არ თანხდებიან, რომ გავხსნათ ყუთი და დავითვალოთ რა არის სიმართლე. ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე სერიოზული პასუხი, რომელსაც საოლქო კომისია იმსახურებს არის ბოიკოტი და ამ თაღლითური დაჯგუფების საკუთარ თავთან დატოვება. ისხდნენ მარტო და მოუყვნენ ერთმანეთს ის ზღაპრები, რომელსაც ხალხს უყვებიან. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროცესები იქნება საჯარო, იმისთვის რომ
ხალხს დავანახოთ, რა დამპალი ხის ფუღუროა საარჩევნო კომისია დაწყებული მისი კენწეროთი და დამთავრებული მისი ფესვებით“, – განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძემ განსახილველად დარჩენილი საჩივრები პროტესტის ნიშნად საოლქო კომისიის შენობის წინ დაყარა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი ძალიან საშიშია
შემდეგი სტატია“მოპარული პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა წარმოუდგენელია”