ანა დოლიძე : სახელმწიფოს თანამდებობის პირები სინამდვილეში არიან ბუტაფორიები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე მედიაში გავრცელებულ მორიგ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პროკურატურამ პასუხები უნდა გასცეს.

” ჩვენ ვართ სახელმწიფო ხელისუფლების ჩამოშლის წინაშე. სახელმწიფოს ვერტიკალი ნელნელა შემოშლილია, ანუ სახელმწიფოს თანამდებობის პირები სინამდვილეში არიან ბუტაფორიები ვიღაცის გავლენის დასამტკიცებლად და ლეგალიზებისთვის. ეს საშიში ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის და აუცილებელია ამ კითხვებს ვინმემ რაღაცნაირად გასცეს პასუხი, ალბათ პირველ რიგში საქართველოს პროკურატურამ” – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში„მე და ჩემი გუნდი პატიოსნად ვემსახურეთ ქვეყანას” – კვირიკაშილი ბიზნესწილების გადანაწილების სკანდალზე განმარტებებს არ აკეთებს
შემდეგი სტატია(Video) “6 წელიწადი მესის შენი მაიმუნური ენა” – დაპირისპირება სოფლისმეურნეობსი მინიტრთან