ანა დოლიძე სახალხო სამაჟორიტარო ბიუროს ხსნის

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სოციალურ ქსელით სახალხო სამაჟორიტარო ბიუროს გახსნა დააანონსა. დოლიძის თქმით, ოპოზიცია თავდაცვით მდგომარეობაშია, ხელისუფლება კი ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობს. ამის გამო ხალხი დარჩენილია მარტო საკუთარი პრობლემების პირისპირ. მოძრაობა „ხალხისთვის“ ბაზაზე შექმნილი სახალხო სამაჟორიტარო ბიურო, სწორედ ხალხის პრობლემების გახმოვანების და მოგვარების ალტერნატიული გზა იქნება.
ანა დოლიძის მიმართვას გთავაზობთ უცვლელად:
„ მინდა გავაკეთო მიმართვა იმ ვითარებასთან დაკავშირებთ, რომელმაც დაისადგურა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა ბოლო ერთი თვეა უპატრონოდაა დარჩენილი. ერთი მხრივ, ჩვენ წინაშეა გაერთიანებული ოპოზიციური ძალები, რომლებიც არიან ჩაყენებული თავდაცვით მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმას, რომ რეალურად გუშინ განსაკუთრებით, როცა ხელისუფლებამ თქვა, სასამართლო პროცესები განახლდება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რეალურად ისინი თავდაცვით მდგომარეობაში ჩადგნენ, რადგან ხელისუფლებამ ისინი არჩევნის წინაშე დააყენა: ან შემობრძანდით პარლამენტში, აიღეთ მანდატები და იმუნიტეტი, ან იყავით გარეთ და თქვენ დაგემუქრებათ სასამართლოში სიარული და შესაძლებელია რაღაც სანქცია/პატიმრობა. ამას გარდა, ოპოზიციას ჯერჯერობით სამოქმედო გეგმა არ წარუდგენია, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ ის საჭირბოროტო თემები, რომელიც ხალხს აქვს. ისინი არიან მოლოდინის რეჟიმში. მეორეს მხრივ, ეს სიტუაცია ძალიან მომგებიანია ხელისუფლებისთვის, რომელიც მომსახურების ზონიდანაა გასული, ანუ ხელისუფლება დარჩენილია ანგარიშვალდებულების გარეშე.
ჩვენ დღესაც ვრეკავდით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში იმ წერილებთან დაკავშირებით, რომელიც გავაგზავნეთ დიდუბე-ჩუღურეთში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ არავითარი ჩამიჩუმი მათი მხრიდან არ ისმის. ჩვენ ვართ ვითარებაში, როცა ქვეყანა ნელნელა მიდის საღათას ძალისკენ და მოსახლეობას არ ჰყავს ძალა, რომელიც წარმოადგენს მის გულისტკივილს და დაიცავს მის ინტერესს. ჩვენი მოსახლეობა დგას უსერიოზულესი პრობლემების წინაშე. დღეს ვუყურებდი როგორ გამოვიდა ინგლისის განათლების მინისტრი პარლამენტში და წარადგენს ხედვას, როგორ უნდა გადაეწყოს განათლების სისტემა, რათა არ დაიკარგოს ე.წ. კოვიდთაობა. ამ დროს სად არის ჩვენი განათლების სამინისტრო, როგორც ჩანს, თავს არ თვლის ვალდებულად, რომ საერთოდ რაიმე უნდა გააკეთოს იმ ფარსთან დაკავშირებით, რასაც ონლაინ სწავლება ჰქვია.
მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის სოციალური ვითარება. რეგულაციებმა დაარტყა მშრომელ ხალხს, განსაკუთრებით ტრანსპორტით გადაადგილების რეგულაციამ. ხელისუფლებამ გამოაცალა ბოლო ლუკმა-პურის შოვნის საშუალება, რომელსაც არ ჰყავს მანქანა. ეს არ გაუკეთებია ევროპის ქვეყნებს, ვინაიდან იქაურმა ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ეს პირდაპირ აისახება მის ამომრჩეველზე, რომელიც მგზავრობს ტრანსპორტით. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლებისთვის ეს სულ ერთია, რადგან ისინი ხმებს ყიდულობენ.
მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა არის ფასების ზრდა. გაძვირდა პური, გაძვირდა ტომარა პურის ფქვილის ფასი. ეს ყველაფერი შეეხება განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებიც თითოეულ გაძვირებულ ლარს, გრძნობს საკუთარ ჯიბეზე. დღეს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ აპირებს გამართოს მოლაპარაკებები გაზის ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით, ანუ უკვე დაანონსდა, რომ ტარიფი მოიმატებს და ახლა გადაწყვიტა ეკონომიკის მინისტრმა, რომ დაელაპარაკოს შესაბამის კომპანიას. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მას მერე გამოჩნდებაო, ზუსტად ურმის პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება. რისთვის იყო ის რვა თქვე, რომლის განმავლობაშიც უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას ყველაფერი ის, რასაც აკეთებს დღეს.
ყველაზე მთავარი სეგმენტი, ვისაც აუცილებლად დაარტყამს ეს ყველაფერი, ესაა საოჯახო, მცირე და საშუალო ბიზნესი. მცირე სალონები დატოვეს ღია, მაგრამ თუ არ არის კლიენტი, რომელსაც სჭირდება ელემენტარული თანხა და ტრანსპორტი, რომ მივიდეს დანიშნულების ადგილას, მაშინ რა აზრი აქვს სალონის ღიად ყოფნას? თუ არ იქნება მომხმარებელი, ეს სეგმენტიც რჩება ლუკმაპურის გარეშე. არაფერს ვამბობ, მომსახურების სფეროზე, სასტუმროებზე და ისეთ აბსურდზე, როგორიცაა ჩოგბურთის თამაშის აკრძალვა. ადამიანები 20 მეტრით არიან დაშორებულები ერთმანეთისგან და თუ სადმეა სოცდისტანცია დაცული, ამ თამაშშია. შეხედეთ გერმანიას, ინგლისს, ევროპულ ქვეყნებს, არსად ერთი ხელის მოსმით არ დაუკეტიათ არც თეატრები, არც კინოები. იციან იქ, რომ საჭიროა ბალანსი, რომ ადამიანებმა ჭამონ და მეორეს მხრივ დაიცვან ჯანმრთელობა, ყველგან იყო დისტანციის დაშვების სპეცზომები მიღებული.
ჩვენ ვართ სოციალური სიდუხჭირის წინაშე. ამ ყველაფერს სჭირდება გამხმოვანებელი და ინტერესების დამცველი ძალა, ვითარება ისეთია, რომ ამ როლს არ ასრულებს ხელისუფლება და ვერ ასრულებს ოპოზიცია. ოპოზიცია მუდმივად ლაპარაკობს მოლაპარაკებებზე და ჩვენ მოლაპარაკებები ვჭამოთ?

ამიტომ გადავწყვიტე შემდეგი: მე წარმოვადგენ დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩევლის 20%-ს, ეს არის 10 000-სობით ადამიანი, მე მაქვს არა მარტო რწმუნება, რომ ვიმოქმედო, მე და მოძრაობას „ხალხისთვის“, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობაც მოქმედებისთვის. ამომრჩეველმა, რომელმაც მომცა ხმა, მათ ხმა მისცეს არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ მანდატს, რომ ვიმოქმედოთ, ამიტომ ვაპირებთ შემდეგს – გავხსნათ სახალხო სამაჟორიტარო ბიურო.

ხალხს დღეს სჭირდება წარმომადგენელი და მე მაქვს მანდატი თქვენგან, რომ ვიყო ეს წარმომადგენელი ჩვენს გუნდთან ერთად. როდესაც გაიხედავთ და დაინახავთ, რომ ხართ უდაბნოში და არ არის ადამიანი, რომელიც თქვენ ინტერესებს გაახმოვანებს, მე ვიქნები ეს წარმომადგენელი, მე ვიქნები სახალხო მაჟორიტარი. ჩემი გუნდიც, რომელიც მანამდე კამპანიაში გვეხმარებოდა, გაიზრდება და ეს იქნება სახალხო სამაჟორიტარო ბიურო „მოძრაობა ხალხისთვის“ ბაზაზე.
რას გავაკეთებთ ჩვენ ამით? დავიცავთ ხალხის ინტერესებს და გავახმოვანებთ თქვენ პრობლემებს. ეს მოხდება რამდენიმე ფორმით. 1. გვექნება მხარდამჭერებთან ლაივრეჟიმში შეხვედრა. 2. ცხელ ხაზზე მოვისმენთ თქვენ პრობლემებს, მოვძებნით გადაწყვეტის გზებს და გავახმოვანებთ მათ. 3. გადავაქცევთ ყველა პრობლემას საკანონმდებლო ინიციატივად და ვაიძულებთ ბიუჯეტის წურბელა დეპუტატებს, რაიმე გააკეთონ ხალხისთვის. 4. გავაკეთებთ სპეციალურ გადაცემებს, რათა გავარღვიოთ სრული ჩაკეტილობა, რომელიც არსებობს მედიაში. დიდ ტელევიზიებში მე ვერ მნახულობთ, ამიტომ ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობით გავიტანოთ ხალხის დღის წესრიგი, რომელიც, სამწუხაროდ, ძირითად ეთერებში ვერ ხვდება, იქ ნახავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც სარკეში ელაპარაკებიან ერთმანეთს.
ამისთვის უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი, ჩვენ გვექნება გადაცემა და თუ გსურთ, შევეხოთ თქვენ სფეროში არსებულ პრობლემებს, აუცილებლად დამიკავშირდით.
სახალხო სამაჟორიტარო ბიურო იქნება ის ადგილი, რომელიც ამ პრობებში მოემსახურება ხალხის ინტერესებს, თუ ვინმეს გსურთ დახმარება ან მონაწილეობის მიღება, შემოგვიერთდით,“ – აცხადება მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიკანადაში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტში” IFMSA-ის გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა