ანა დოლიძე – როდესაც ერთ დღეში ქვეყნიდან გაქცევის სურვილი 40 ათას ადამიანს უჩნდება, ეს არის ხელისუფლების განაჩენი

„როდესაც ერთ დღეში ქვეყნიდან გაქცევის სურვილი თითქმის 40 ათას ადამიანს უჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უპატრონოდაა დარჩენილი, მას მთავრობა არ ჰყავს. ეს არის ხელისუფლების განაჩენი,“ – ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ის ფაქტი, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით ერთ დღეში თითქმის 40 ათასი საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა.
„პირველივე დღეს გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელად 40 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. ეს არის ამ ხელისუფლების განაჩენი. იმის მაგივრად, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დაკავებული იყოს საკუთარი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, კოვიდპანდემიის პირობებში ყოველდღიურად ვხედავთ უგუნური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, როგორ ესხმის თავს ჩვენი ხელისუფლება მშრომელ ხალხს. ჩაკეტილი ქვეყანა, ათი ათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი, დახურული ბიზნესები, ათასობით სტატუსშეჩერებული სტუდენტი, ბანკების პროცენტებით გაგუდული პენსიონერები – ეს ის ადამიანები არიან, ვისაც გაქცევა უნდათ სამშობლოდან, რომ ლუკმა-პური იშოვონ. ხელისუფლება კი ამ ფაქტს არც იმჩნევს. რისთვის ვქირაობთ ამ ხალხს და რისთვის ვუხდით ჩვენი ბიუჯეტიდან ფულს, იმისთვის რომ ისევ მხოლოდ თვითონ და მათთან დაახლოებული პირები გამდიდრდნენ. თუკი სხვა ქვეყნები ახერხებენ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები არა მარტო თავისი მოსახლეობისთვის, არამედ დაიქირაონ მუშახელი საქართველოდან, რას გვიკეთებს მთავრობა – ფაქტობრივად, არაფერს, არც კოვიდპანდემიამდე ჰქონიათ ეკონომიკური პოლიტიკა, არც დღეს აქვთ და, აფქტია, არც მომავლისთვის ფიქრობენ ამ მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნა უპატრონოდაა დარჩენილი და მას ხელისუფლება არ ჰყავს,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაში„კურაციოს“ პრეზიდენტი – საქართველო მიიღებს ნებისმიერ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრეტიდებული და ნებადართული
შემდეგი სტატიაბიძინა კულუმბეგოვი – ქვეყანას აქვს გარანტირებული დოზები, ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება