ანა დოლიძე პარლამენტში, მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე არ შეუშვეს

ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრებაზე არ შეუშვეს.

ანა დოლიძე ცოტა ხნის წინ მივიდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. მას პარლამენტის მანდატურის სამსახურმა შესთავაზა, მიქაუტაძის გამოსვლისთვის მოესმინა სხდომათა დარბაზის აივნიდან, რაც დოლიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მან საკანონ მდებლო ორგანო დატოვა.

„მოვედი სხდომაზე დასასწრებად, ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და საქართველოს მოქალაქე. სხდომა არის საჯარო, დარბაზი გამოტენილია აპარატის თანამშრომლებით, რათა მოქალაქეები არ დასხდნენ დარბაზში, პატარა დისკომფორტი, ცივი ნიავი არ მიეკაროს გიორგი მიქაუტაძეს და არ აგვინერვიულდეს. ამისთვისაა ეს ფასადური პროცესი. მანდატურის სამსახურის უფროსს მოვთხოვე, ააყენონ აპარატის რომელიმე თანამშრომელი და დასვან საქართველოს მოქალაქე“, – უთხრა მედიას დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშინარმანია: თუ არ გვინდა ტარიფების გაძვირება, უნდა ავაშენოთ ჰესები
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი ციხეს 4 თვეში დატოვებს