ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს: უნდა შეიზღუდოს საარჩევნო კაბინაში მობილურის შეტანა

region
ავტ.: region სექტემბერი 24, 2020 16:51

ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს: უნდა შეიზღუდოს საარჩევნო კაბინაში მობილურის შეტანა

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. ის ითხოვს, ცვლილება შევიდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში და ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა შეეზღუდოს.

“წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა, არის მოთხოვნა, რომ ამომრჩეველმა ჯიხურში, ხმის მიცემის პროცესის შემდეგ ფოტო გადაუღოს შემოხაზულ ბიულეტენს და ეს გაიტანოს, ნებისმიერ პირთან, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, კოორდინატორი თუ ჩვეულებრივი უბნის ბიჭი, ვისაც დავალებული აქვს ხმების მიტანა.

დიდი ხნის წინ მე განვაცხადე ინიციატივა, რომ შეიქმნას პირობა, საშუალება, რომ ჯიხურში ამომრჩეველმა არ შეიტანოს ტელეფონი და ამით შევქმნათ საშუალება, რომ თვითონ ამომრჩეველი გათავისუფლდეს ამ წნეხისგან. პარლამენტის წარმომადგენლებისგან რეაგირება ნულოვანია. მომავალში, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თვითონ დავწერ იმ საკანონმდებლო ინიციატივებს და იმ იდეებს, რომელიც წარმოიშვება ჩვენს გუნდში. დღეს მე წარვადგენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, საარჩევნო ჯიხურში შეიტანოს ტელეფონი”, – აღნიშნა ანა დოლიძემ

region
ავტ.: region სექტემბერი 24, 2020 16:51