ანა დოლიძე ოპოზიციას – ნუ დარჩებით ისტორიაში გაყიდულებად და ყორღანაშვილებად, დადექით მტკიცედ

მეგობრებო, ნუ დარჩებით ისტორიაში გაყიდულებად და ყორღანაშვილებად, დადექით მტკიცედ, ოპოზიციის ხმების გარეშე „ოცნება“ ვერ შეძლებს დანიშნოს არამოსამართლე წევრები, – ასე მიმართავს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციას.

დოლიძის შეფასებით, საბჭოში თუნდაც ერთი თავისუფალი ადამიანის შეყვანით „სასამართლო „კლანი“ ვერ დარჩება იმ კომფორტში, რომელიც არის“.

„დღეს ჩვენ გვაქვს ახალი შესაძლებლობა, რომ თუნდაც ერთი თავისუფალი ადამიანი შევუშვათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამისათვის, უნდა მოვუწოდოთ ოპოზიციას, რომლის ხმებიც დასჭირდება „ქართულ ოცნებას“ – დადექით მტკიცედ და ნუ გაიყიდებით. ოპოზიციის ხმების გარეშე „ოცნება“ ვერ აგროვებს 90 ხმას, რომელიც სჭირდება საბჭოს წევრების დასანიშნად. მეგობრებო, ნუ დარჩებით ისტორიაში გაყიდულებად და ყორღანაშვილებად, დადექით მტკიცედ, თქვენი ხმების გარეშე „ოცნება“ ვერ შეძლებს დანიშნოს არამოსამართლე წევრები. ერთი თავისუფალი ადამიანი რომ შევიყვანოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, „კლანი“ ვერ დარჩება იმ კომფორტში, რომელიც არის“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლის განწესებას. დოლიძის თქმით, ეს არის „ოცნების“ ბოლო გაბრძოლება, რომელიც ცდილობს, რომ „კლანის“ ყველა დარჩენილი სკამი შეავსოს.

„როგორც ჩანს კობახიძეს და „ოცნებას“ აქვს ძალიან სერიოზული შიში, რომ ის მალე დაკარგავს ხელისუფლებას. 2020 წელს მათ ვაკანტური დატოვეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ეს 9 თანამდებობა და როგორც ჩანს, ახლა აქვთ ბოლო გაბრძოლება იმისთვის, რომ ყველა თანამდებობა უზენაეს სასამართლოში შეავსონ. ეს არის ანტიდასავლური ნაბიჯი „ოცნების“ მხრიდან, რომელიც ერთის მხრივ თანამშრომლობს ევროკავშირთან და მეორეს მხრივ, დგამს ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის „ოცნების“ ბოლო გაბრძოლება, რომელიც ცდილობს „კლანის“ ყველა დარჩენილი სკამი შეავსოს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შემდეგი ხელისუფლება სერიოზულ და ქმედით ნაბიჯებს მიიღებს „კლანისგან“ გასათავისუფლებლად“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიპირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ
შემდეგი სტატიაგახარია სააკაშვილთან შეხვედრაზე – ერთ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, მაგრამ გადაკვეთა არ გვქონია – დასამალი არ მაქვს