ანა დოლიძე: ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება გვაფიქრებინებს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას

„ჩვენს ხელისუფლებას ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, ფაქტია, რომ ვერ ხსნის და ასაბუთებს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებას, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. ეს გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას,“ – ამის შესახებ “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან ნამახვანი ჰესზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო რიონის მცველებს. ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა – რატომ არის გადაცემული იმაზე ბევრად მეტი ტერიტორია კომპანიისთვის, ვიდრე მას სჭირდება, რატომ არის გადაცემული წიაღისეულის მოპოვების უფლება და რატომ არ არის ტერიტორია გადაცემული იჯარით და არის მიყიდული. ყველაფერი ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ხდებოდა სხვა ჰესებთან მიმართებაში. ჩვენ ხელისუფლებას მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, რაც სერიოზული საფუძველია ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას და თუ ეს ხელისუფლება ამას არ გამოიძიებს, ამას გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება. დარბევები, კარვების აშლა, ხალხის შეგზავნა და დეზინფონმაცია არის დაკავშირებული იმასთან, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხები სერიოზულ კითხვებზე, რომლებიც ჰესთან მიმართებაში არსებობს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშილონდონში პრინც ფილიპს ძეგლს დაუდგამენ
შემდეგი სტატიაანა დოლიძე საპენსიო სესხებზე – დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უწყებები „ლიბერთი“ ბანკთან არიან შეკრულები და ჩვენ პენსიონერებს „ატყავებენ“