ანა დოლიძე: მზად ვარ, ვიყო ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ამ რეფორმის ფარგლებში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ანა დოლიძის განცხადებით, სასამართლო სისტემას სჭირდება რეფორმირება და ის მზადაა, ამ პროცესების მონაწილე იყოს.

როგორც დოლიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ, მისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ განაცხადა, სასამართლოს რეფორმირების საჭიროებაზე პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსი მიღწეულია.

“მოგეხსენებათ, მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპობრივი რეფორმები სასამრთლოს სისტემაში. მგონი, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება რეფორმირება, იქ არის აუცილებელი ახალი, კომპეტენტური ხალხის მოსვლა. განსაკუთრებით იმ კადრების, რომელბსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან, ასევე ადამიანის უფლებებთან და ადამიანის უფლებების პრინციპებთან, რომლის დანერგვა საქართველოში აქტიურად ხდება. შესაბამისად, მე მზად ვარ ვიყო ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ამ რეფორმის ფარგლებში და როგორც პირადად მივიღო ამ პროცესებში მონაწილეობა, ისე ჩემი ინტელექტუალური რესურსით მივეხმარო ახალი პროცესების განხორციელებას”, -განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა
შემდეგი სტატიაკასპში ჩხუბის დროს მამაკაცი გაგუდეს