ანა დოლიძე: მოვითხოვ არჩევნების გაყალბებისთვის თამარ ჟვანიას სისხლის სამართებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

,,დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ მოვითხოვო ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააყალბა დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები. გაყალბების ფაქტები ეხება საარჩევნო უბნების 80%-ს, გაყალბების მიზანი, რა თქმა უნდა, არის ბატონი ვოლსკის გამარჯვება და ახალი ძალის დისკრედიტაცია. – , დიდუბე ჩუღურეთში ჩემი სახით გამოიკვეთა ახალი ძალა, რასაც მთელი სისტემა დაუპირისპირდა ვინაიდან ხელისუფლებას ორპოლუსიანობის შენარჩუნება სურს” – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე განცხადებით, ის გაერთიანებული ოპოზიციის აქციებს უერთდება.

„მე მივმართავ პროტესტის ორ ფორმას: სათითაოდ ახსნა-განმარტებებს მოვაცემინებთ საარჩევნო კომისიას სამართლებრივი მეთოდით, მოვითხოვთ უბნების გადათვლას და გაბათილებას. ამასთანავე, მივმართავ პროტესტის პოლიტიკურ ფორმას, ეს არის წნეხის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია, დაარწმუნოს ქართველი ხალხი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობასა და აუცილებლობაში
შემდეგი სტატიასროლა ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე