ანა დოლიძე : მოსახლეობას მომდევნო კვირის დასაწყისში ეცოდინება, იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე

მოსახლეობას მომდევნო კვირის დასაწყისში ეცოდინება, იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე და როგორი იქნება ის- აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე:

“მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტს აქვს 10 სამუშაო დღე იმისათვის, რომ მოამზადოს საკუთარი ვეტო. ამ პროცესში უკვე გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება, როგორი უნდა იყოს ვეტო. გუშინ ჩვენ გვქონდა საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა უმრავლესობასთან ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ვეტოში უნდა აღმოჩნდეს, მაგრამ ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები.

საბოლოო ჯამში, ამ კვირის ბოლოს ჩამოყალიბდება პრეზიდენტი იმაზე, თუ რა იქნება ვეტოს დოკუმენტში, როგორი იქნება ის და კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება იგი. ცალსახად ამ ეტაპზე რა იქნება ვეტოში ამას ბუნებრივია, ვერავინ იტყვის, ამისთვის ჯერ კიდევ შესაბამისი დრო არსებობს. უკვე გვაქვს ერთი მოთხოვნა, კონსტრუქციული, საკმაოდ დასაბუთებული თავიანთი პოზიციიდან გამომდინარე, ეს არის უმრავლესობის მომართვა, თუმცა პრეზიდენტი, როგორც მან განაცხადა მანამდე, აგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან, რომელთაც აქამდე გამოკვეთილი პოზიცია ჰქონდათ. იმ კვირის დასაწყისში მოსახლეობას ეცოდინება, იქნება თუ არა ვეტო და როგორი იქნება ის”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომელიც ვენეციაში გაემგზავრა. ის ვენეციის კომისიის სხდომას დასწრება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომისიამ საბოლოო დასკვნა უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაში“ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები” – ახალი შეთავაზება კალაძეს
შემდეგი სტატიათალაკვაძე: პრეზიდეტი ხედავს პოზიტიურ ცვლილებებს