ანა დოლიძე: მხარს ვუჭერ ხმების დაცვაზე ოპოზიციური პარტიების გაფორმებულ მემორანდუმს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს 30-მდე ოპოზიციური პარტიის მიერ გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვით, ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არჩევნებში დაიცავენ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს.

“მხარს ვუჭერ მემორანდუმის სულისკვეთებას და იმ კამპანიას, რომელსაც გამართავს ოპოზიცია არჩევნების დროს ხმების დაცვასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ლეიბორისტების მაგიდის შემადგენლობის გარკვეულ წევრებთან მაქვს პოლიტიკური შეუთავსებლობა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის მისაღებია, მაგალითად, პუტინის მოკავშირე პარტიასთან ერთად ხმების დაცვის ფიცის დადება. თუმცა, ოპოზიციის მცდელობა, რომ პირველი – დატოვოს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მარტო, არის გამართლებული. მეორე – ოპოზიციის ნაბიჯი, რომ დაიცვას ხმები იმ გაყალბების მცდელობებისგან, რომელიც ექნება ქართულ ოცნებას, სრულად ვუერთდები და ვიზიარებ. მით უფრო, რომ ამის მომსწრე მე თავად გავხდი დიდუბეში, როდესაც ძველი ბიჭების მიერ შექმნილი ჯგუფები დამიპირისპირდნენ და კამპანიის ჩატარების საშუალება არ მომცეს,“ – ამბობს დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიმესხიშვილი- 1 წელში გზაზე დაღუპულთა რაოდენობა 30 წელში სტიქიაში დაღუპულთა ოდენობაზე მეტია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი დაიღუპა