ანა დოლიძე „ლიბერთი ბანკის“ მიერ დაზარალებული პენსიონერებისთვის საკომპენსაციო სახელმწიფო ფონდის შექმნის ინიციატივას აყენებს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სპეციალური საკომპენსაციო სახელმწიფო ფონდის შექმნის ინიციატივას აყენებს, რომლის მეშვეობითაც კომპენსაციას მიიღებენ ის პენსიონერები, რომლებიც წლების განმავლობაში დაზარალდნენ საპენსიო სესხის სრულიად უსამართლო განაკვეთით.

„დღეს საქართველოში ერთ-ერთი უსერიოზულესი სოციალური პრობლემაა საპენსიო სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი. პარტია „ხალხისთვის“ წელიწადზე მეტია იბრძვის იმისთვის, რომ შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 30 პროცენტზე მეტია და ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სასესხო განაკვეთი, რომლითაც ჩვეულებრივი, საშუალო ასაკის მოქალაქეები სარგებლობენ.

ამავე დროს საპენსიო სესხის გამცემი „ლიბერთი ბანკი“ ხელისუფლების და, კონკრეტულად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მონოპოლიურ მდგომარეობაში იმყოფება. მას წლების განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა ტენდერში. ამასთან, საბაზრო პირობებში არ ყოფილა შემოწმებული მისი საპენსიო პორტფოლიო და ის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც გასცემს პენსიონერებზე სესხს.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირდაპირ გასცა რეკომენდაცია, რომ უნდა დაიწიოს საპენსიო სესხზე განაკვეთი, არც ეროვნულმა ბანკმა, არც ჯანდაცვის სამინისტრომ და არც „ლიბერთი ბანკმა“ ამ მიმართულებით არაფერი გააკეთა.

დღეს დაწყებულია დისკუსია, რომ პენსიონერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს რომელი ბანკიდან მიიღოს სესხი. თუმცა მხოლოდ იმ ცვლილების მიღება, საკმარისი არ არის. ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რადგან წლების განმავლობაში ასიათასობით პენსიონერი უკვე დაზარალდა.

ამიტომ ვაყენებ წინადადებას, შეიქმნას პენსიონერებისთვის სპეციალური საკომპენსაციო სახელმწიფო ფონდი ეროვნული ბანკის ზედამხედველობით, რომლის მეშვეობითაც კომპენსაციას მიიღებენ ის პენსიონერები, რომლებიც წლების განმავლობაში დაზარალდნენ საპენსიო სესხის სრულიად უსამართლო განაკვეთით. მათ უნდა დაუბრუნდებათ გარკვეული თანხა, რომელიც კაბალური პროცენტით წაართვეს,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

ეს შეთავაზება, წერილობით სახით წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ეროვნულ ბანკს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: „ ღირსების არჩვენები 2012 წელს უკვე იყო და საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ძალიან მკაცრი განაჩენი გამოიტანა
შემდეგი სტატიაგიგი ხოჯევანიშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვების მიხედვით პარლამენტში 2 საკანონმდებლო ინიციატივა დააანონსა