ანა დოლიძე – კვლავ ფორმაშია კლანი, რომელიც სასამართლოს მართავს

კვლავ ფორმაშია კლანი, რომელიც მართავს სასამართლოს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების გასაუბრების პროცესს გამოეხმაურა, სადაც დღევანდელი გასაუბრებიდან მისი აცილება მოხდა მოსამართლეობის მსურველი ორი კანდიდატის: რევაზ ნადარაიას და ვასილ მშვენიერაძის მიერ.

„დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა წევრმა, რომლებიც გასაუბრებაზე გამოდიან ამიცილა და საბჭომ ამას ტრადიციისამებრ მხარი დაუჭირა. მათ ამით აჩვენეს, რომ სხდომიდან გააგდეს კრიტიკულად განწყობილი ერთადერთი წევრი, რადგან ნაზი ჯანეზაშვილი არ არის. ამით აჩვენეს, რომ კვლავ ფორმაშია კლანი, რომელიც მართავს სასამართლოს და რომელზეც საუბრობს მთელი საზოგადოება. მე, ვფიქრობ, რომ ამაზე სრული პასუხისმგებლობა აქვს იმ უგუნურ პოლიტიკას, რომელსაც წარმართავდა სასამართლოსთან მიმართებაში, პირველ რიგში, თეა წულუკიანი, შემდეგ “ქართული ოცნება”. ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც „ქართული ოცნება” ასე ჩაბმულია საარჩევნო ციებ-ცხელებაში და საკმაოდ შეშინებულია საარჩევნო შედეგებით იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა მას სამართლიანად გაუბრაზდა, კლანმა აჩვენა, რომ მას აქვს ძალაუფლება, რომელიც მას მიანიჭა “ქართულმა ოცნებამ” მისი დაუფიქრებელი და უგუნური პოლიტიკით – 2013 წლიდან სასამართლოსთან მიმართებაში”, – ანაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, რევაზ ნადარაიამ და ვასილ მშვენიერაძემ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ იუსტიციის საბჭოში არის კლანი საკუთარ თავზე მიიღეს, შესაბამისად, გასაუბრებიდან არამოსამართლე წევრის აცილება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს დღესაც გაესაუბრა. მათ შორის, იყვნენ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე, რომელსაც ინსტანციის შეცლა სურს. მშვენიერაძე უვადო მოსამართლეა.

ასევე გაუბრება გაიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ რევაზ ნადარიამ, რომელიც ასევე საბჭოს წევრია. ნადარაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში სურს გადასვლა. ნადარაია უვადო მოსამართლეა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება !
შემდეგი სტატიატრავმატოლოგიური კლინიკა ახალქალაქში ნაცემი გაერთიანებული ოპოზიციის წევრების გაწერას გეგმავს